მეორადი ავტონაწილები

ამ საწყობის საქონელი შემდეგი პირობებით იყიდება. გაეცანით და დაადასტურეთ.

მეორადი — გარანტია 15 დღე

მეორადი ნაწილის გარანტია ეს ნაწილები ევროპიდან ჩამოდის: იქ ავტომობილს ნაწილებად შლიან და მოხსნილი ნაწილები საქართველოში იგზავნება. ნაწილს ისეთს ვყიდით, როგორიც მოგვივიდა — ვიზუალურად ვამოწმებთ, მაგრამ მისი დარჩენილი რესურსი ჩვენთვისაც უცნობია. ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ ნაწილი შეესაბამებოდეს შეკვეთას. საგარანტიო ვადა — 15 დღე ნაწილის მიღებიდან. ამ ვადის გასვლის შემდეგ ნაწილი უკან არ ბრუნდება, ნებისმიერი მიზეზის მიუხედავად. გარანტია ვრცელდება მხოლოდ ნაწილზე — სამუშაო, დიაგნოსტიკა, ევაკუატორი, ხარჯმასალა, ავტომობილის გაჩერებით გამოწვეული ზარალი და სხვა ნებისმიერი ხარჯი არ ანაზღაურდება. ვიბრუნებთ, თუ: • ნაწილი არ მუშაობს, ან ხარვეზი გაყიდვამდე ჰქონდა, მხოლოდ საგარანტიო ვადაში — ვცვლით ანალოგით, ან თანხას ვაბრუნებთ; • ნაწილი არ შეესაბამება შეკვეთას, მხოლოდ საგარანტიო ვადაში — თანხას ვაბრუნებთ. არ ვიბრუნებთ, თუ: • ჩვენი ნიშანი (სტიკერი) მოხსნილია ან დაზიანებულია; • ნაწილი დაზიანდა არასწორი მონტაჟით, გადახურებით, ზეთის ნაკლებობით, ავარიით, ხარვეზის შემდეგ სარგებლობით, ან შედუღდა, გაიხვრიტა, შეიღება, დაიშალა; • ნაწილი გაიხსნა — ელექტრონიკა, აგრეგატი თუ ნებისმიერი სხვა ნაწილი; • ცვეთის ნაწილია — ხუნდი, დისკი, ფილტრი, ღვედი; • შეკვეთაში ეწერა „როგორც არის, გარანტიის გარეშე“; • საქმე ვიზუალს ეხება — ნაკაწრი, ფერი, ჩაჭყლეტა. როგორ: შესყიდვიდან 15 დღეში (საგარანტიო ვადაში) შეგვატყობინეთ — მოგვწერეთ info@gasgomotors.ge, დარეკეთ +995 322 041 042, ან დაუკავშირდით ჩვენს გაყიდვების წარმომადგენელს.

უკან დაბრუნება